ესპანეთის გრამპრიზე „რედ ბულის“ პილოტმა მაქს ფერსტაპენმა ბარსელონაში გამართულ რბოლაში შანსი არავის დაუტოვა და დამაჯერებლად მოიგო. ნიდერლანდელმა პილოტმა მეორე ადგილზე გასულ 7 გზის მსოფლიო ჩემპიონს ლუის ჰემილტონს 22 წამით აჯობა. აღსანიშნავია ისიც, რომ 7 წლის წინ სწორედ აქ მოიგო თავის პირველი გრანპრი ფერსტაპენმა.
ესპანეთში ასევე კარგად გამოიყურებოდნენ მერსედესის პილოტები ლუის ჰემილტონი და ჯორჯ რასელი. მსოფლიოს 7 გზის ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა რბოლა მე-4 პოზიციიდან დაიწყო და მთელი რბოლა დამაჯერებლად გამოიყურებოდა, თუმცა პირველ ადგილზე გასულ ფერსტაპენთან ვერაფერი გააწყო. მას ეს გარჯა დაუფასეს გულშემატკივრებმა, რომელთა აზრითაც ფორმულა 1-ის ოფიციალურ საიტზე ჩატარებულ გამოკითხვაში დღის მრბოლელად არა მაქს ფერსტაპენი, არამედ ლუის ჰემილტონი აღიარეს. რაც შეეხება ჯორჯ რასელს მან კვალიფიკაციის შემდეგ სტარტზე ადგილი მე-12 ნიშნულთან დაიკავა, თუმცა რბოლა მესამე ადგილზე დაასრულა. აღსანიშნავია 41 წლის ფერნანდო ალოსნოს გამოსვლაც, რომელმაც რბოლა მე-7 ადგილზე დაასრულა, მას შეეძლო მე-6 პოზიციისთვის გაბრძოლება, მაგრამ თანაგუნდელ ლანს სტროლს არ შეუტია.
საბოლოოდ საერთო ჩათვლაში პირველ ადგილზე, რა თქმა უნდა, „რედ ბულის“ პილოტი მაქს ფერსტაპენია 170 ქულით, ნიდერლანდელმა მიმდინარე წელს გამრთული 7 რბოლიდან 5 მოიგო ორჯერ კი მეორე ადგილს დასჯერდა. მას მეორე ადგილზე თანაგუნდელი სერხიო პერესი მოჰყვება 117 ქულით, მესამეა ფერნანდო ალონსო „ასტონ მარტინი" და 99 ქულით. მე-4 ადგილს იკავებს „მერსედესის“ გუნდის წარმომადგენელი ლუის ჰემილტონი 87 ქულით , ხოლო მე-5 მისი თანაგუნდელი ჯორჯ რასელი 65 ქულით.