ესპანეთის ლა ლიგის 38-ე ტურში მადრიდის „რეალსა“ და ატლეტიკ „ბილბაოს“ შორის გამრთული შეხვედრა უკანასკნელი აღმოჩნდა მადრიდულ კარიერაში ერთბაშად ორთხი ფეხბურთელისთვის. ბოლო ორი დღის განმავლობაშ „რეალმა“ გუნდიდან 4 ფეხბურთელის წასვლა დაადასტურა.
თავდაპირველად მარკო ასენსიოს შესახებ გაოფიციალურდა 27 წლის ესპანელმა „რეალში“ ზედიზედ გატარებული 7 სეზონის შემდეგ გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. მის ანგარიშზე „რეალში“ 285 შეხვედრა 61 გოლი და 32 საგოლე გადაცემაა.
ასენსიომ შეძლო და მადრიდელებთან ერთად 14 თასი მოიპოვა, მარკომ „რეალთან“ ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოიპოვა, მათ შორის 3 ჩემპიონთა ლიგაა.
ასენსიოს შემდეგ გუნდს მარიანო დიასი დაემშვიდობა, პოზიიციით ცენტრ ფორვარდი მადრიდელთა აღწრდილია და მანდ 2011 წლის შედმეგ მხოლოდ ერთადერთი სეზონი გაატარა სხვა გუნდში, როდესაც ის „ლიონში“ გაანათხოვრეს. დიასი ძირითადად სათადარიგოთა შორის რჩებოდა, მაგრამ 29 წლის ფორვარდის ანგარიშზე „რეალში“ ჩატარებული 84 შეხვედრა და 12 გოლია, მათ შორის ერთ-ერთი ელ კლასიკოში „ბარსელონას“ წინააღმდეგ.
ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კლუბს ასევე დატოვებდა ლეგენდარული ბელგიელი ფეხბურთელი ედენ აზარი, ლონდონის „ჩელსიდან“ მადრიდის „რეალში“ გადმობარგებულ შემტევს ესპანეთში კარიერა ვერ აეწყო, მან არაერთი დაზიანება მიიღო და უმეტეს დროს ლაზარეთში ატარებდა, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რის გამოც გუნდი და ფეხბურთელი კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთახნდნენ, არ არის გამორიცხული უახლოეს პერიოდში აზარმა საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებაც მიიღოს. მან „რეალში“ მხოლოდ 76 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.
გუშინ მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე კი „რეალის“ ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ მადრიდელებს გუნდის კაპიტანი ოქროს ბურთის მოქმედი მფოლობელი, „რეალის“ ისტორიაში ბომბარდირთა შორის მეორე ადგილზე მყოფი კარიმ ბენზემა ტოვებს. 14 წლიანი მადრიდული კარიერის შემდეგ, ფრანგმა ფორვარდმა გუნდთან გამომშვიდოებების გადაწყვეტილება მიიღო, ბენზემამ ბოლო წლებში „რეალში“ არნახული სამუშაო გასწია, ჩაატარა უმაღლესი დონის სეზონები და გულშემატკივარს თავი განსაკუთრებულად შეაყვარა, გასულ წელს მოგებული ჩემპიონთა ლიგა, მის კარიერაში ერთ-ერთი მთავარი ტიტულია, რადგან დიდ წილად მისი შემოქმედი სწორედ ფრანგი ფეხბურთელი გახდა. ბენზემამ 14 წლის განმავლობაში რეალში შეძლო და 647 შეხვედრა ჩაატარა გაიტანა 353 გოლი და 165 საგოლე გადაცემა შეასრულა, ამასთან მის ანგარიშზე 25 მოპოვებული ტიტულიცაა. ის ყოველთვის დარჩება მადრიდის „რეალის“ ლეგენდად. მადრიდის „რეალი“ კარიმ ბენზემასთან გამოსამშვიდობებელ პრესკომფერენციას 6 ივნისს 12:00 საათზე გამართავს.