ლა ლიგის 38-ე ტური სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა. გიორგი მამარდაშვილი „ვალენსია“ „ბეტისს“ ესტუმრა და შეხვედრა ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა. იმ გუნდების ვინაობა, რომელსაც ლა ლიგის დატოვება მოუწევდათ ბოლო წამებამდე უცნობი იყო. ადგილის შესანარჩუნებლად ერთდროულად 7 გუნდი იბრძოდა, მათ შორის გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“. მიმდინარე სეზონში „ღამურები“ ცუდად გამოიყურებოდნენ. „ვალენსიამ“ არასტაბილური სეზონი ჩაატარა და არსებობდა რისკი, რომ ისინი ლა ლიგას დაემშვიდობებოდნენ.
შეხვედრა სტუმრებისთვის ცუდად დაიწყო, პირველივე წუთზე ხუამ მირანდამ ზუსტი გადაცემა აიოზა პერესს გაუკეთა, რის შემდეგაც ვალენსიელთა დაცვა ჩავარდა, ამ უკანასკენლმა კი მამარდაშვილს შანსი არ დაუტოვა. პირველ ტაიმში „ბეტისს“ კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ მასპინძლებს არ გაუმართლათ. მეორე ნახევარის დასაწყისშივე მირანდას კიდევ მიეცათ შანსი, მაგრამ მამარდაშვილმა ზუსტად ითამაშა. „ვალენსიამ“ სეზონის გოლი 70-ე წუთზე გაიტანა. ნიკოს შესანიშნავი გადაცემის შედმეგ დიეგო ლოპესი მეკარესთან ერთ-ერთზე დარჩა და შეხვედრაში წონასწორობა აღადგინა. 81-ე წუთზე ვალენსიელები მინდორზე 10 კაცით დარჩნენ. ცვლილებაზე გამოსულმა იუნუს მუსამ მეტოქის წინააღმდე იუხეშა და შემოსვლიდან 2 წუთში წითელი ბარათი დაიმსახურა. მამარდაშვილმა შეხვედრაში საბოლოოდ 2 ბურთი მოიგერია და თუ ვინმე დაეხმარა „ვალენსიას“ ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში ეს სწორედ ქართველი მეკარე იყო. მან უმაღლესი დონის სეზონი ჩაატარა. ის გახდა 24 წლის შემდეგ „ვალენსიას“ შემადგენლობაში, რომელმაც ლა ლიგის 38-ვე შეხვედრა შეუცლელად ჩაატარა, მანამდე ეს რეკორდი ლეგენდარულ მეკარეს სანტიაგო კანისარეს ეკუთვნოდა, მიმდინარე სეზონში კი ლა ლიგაში ასეთი სულ 3 ფეხბურთელი იყო. გიორგი ასევე პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ლა ლიგის მთლიანი სეზონი შეუცლელად ითამაშა. „ვალენსიამ“ საბოლოოდ 42 ქულით 16 პოზიცია დაიკავა და მომდევნო სეზონსაც ლა ლიგაში გაატარებს, ხოლო სად ითამაშებს ზაფხულის შემდეგ გიორგი მამარდაშვილი ჯერ ჯერობით უცნობია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს შეხვედრა ბოლო იყო „ბეტისის“ ლეგენდარული ფეხბურთელის ხუაკინისთვის, მან 24 წლიანი საფეხბურთო კარიერა დაასრულა.