2 ივნისს პარლამენტთან ედუარდ მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი და ნიკა რომანაძე გაათავისუფლეს. ისიმი თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდნენ.
"გამოვედი თელავის იზოლატორიდან. ნიკა და ედოც მალე გამოვლენ, ჩემს მერე დააკავეს და რამდენიმე წუთის ამბავია.
უღრმესი მადლობა ყველას თქვენი მხარდაჭერისთვის, რომელიც სრული საინფორმაციო ვაკუუმის მიუხედავად, ჩვენამდე აღწევდა, გულს გვითბობდა და გვაძლიერებდა. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ძალისხმევა ღირდა იმად, რომ საქართველო არ იქცეს ისეთ ქვეყნად, სადაც ადამიანებს სუფთა ფურცლის გამო ციხეში უშვებენ.
48-საათიანი დაკავების ვადა ისე გავიდა, სასამართლოში არ გაგვიყვანეს. ეს გასაგებია - მათ არ უნდათ, რომ ჩვენ საჯარო ტრიბუნაზე ვთქვათ ჩვენი სათქმელი. არაუშავს, მე აქ დავწერ ჩემს სიტყვას, რომელიც სასამართლოზე უნდა მეთქვა და რაკი ხელისუფლება ყრუა, დაე თქვენ - საზოგადოება იყავით ჩვენი მოსამართლეც, მსაჯულიც და მართლმსაჯულებაც", - დაწერა სოციალურ ქსელში საბა ბრაჭველმა.