"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისევ რუსული მთავრობა გვმართავს" - წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა "ჯიუტი" და დღეს, 21:00 საათზე პარლამენტთან, მორიგ აქციას აანონსებს. ბოლო რამდენიმე დღეა, ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან ირაკლი ღარიბაშვილის ანტიდასავლურ განცხადებებს აპროტესტებდნენ. 2 ივნისს, პოლიციამ ბანერების გამო, რამდენიმე აქტივისტიც დააკავა.