ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასულ 24 საათში, რუსულმა ძალებმა 14 სარაკეტო, 40 საჰაერო, ზალპური სისტემებიდან კი 51 დარტყმა განახორციელა.
ამავე ცნობის თანახმად, მტერი ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების სრული ოკუპაციის მცდელობებზე აგრძელებს.
გასული დღის განმავლობაში 29 საბრძოლო შეტაკება მოხდა. მძიმე ბრძოლების ეპიცენტრად კვლავ ბახმუტი და მარინკა რჩება.
გენშტაბის ცნობითვე დიდია რუსული ძალების დანაკარგებიც, უკრაინული თავდაცვა კი მტრის ცოცხალი ძალისა და იარაღის კონცენტრაციის უბნებზე შეტევებს წარმატებით აგრძელებს.