კრემლის პრეს-სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, საფრანგეთისა და გერმანიის მიერ ოფიციალური კიევისთვის შორი მოქმედების რაკეტების ნებისმიერი მიწოდება უკრაინის კონფლიქტში დაძაბულობის შემდგომ რაუნდს გამოიწვევს.
როგორც დასავლური მედია წერს, უკრაინამ გერმანიას Taurus-ის ფრთოსანი რაკეტების მიწოდება სთხოვა, რომელსაც 500 კმ-ის მოქმედება აქვს.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას რაკეტებს მიაწვდის.
მედიის ცნობით, გასულ თვეში დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც უკრაინას შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტები მიაწოდა.