ხელვაჩაურში ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულის ადვოკატი სასამართლოს 10 ათასი ლარის ოდენობით გირაოს სთავაზობდა, თუმცა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ცნობისთვის, 2 ივნისს ხელვაჩაურში ძმამ ძმა სანადირო თოფით მოკლა. მამაკაცი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს. როგორც ცნობილია, მკვლელობას წინ შელაპარაკება უძღოდა.