ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, ნატო საფრთხეს უქმნის რუსეთის იმპერიულ ამბიციებს და არა რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას. კალასის თქმით, მისი ქვეყნის ნატოში გაწევრიანება ხალხის თავისუფალი არჩევანი იყო და არა გარე ძალების მიერ ესტონეთისთვის ძალად თავს მოხვეული რამ. როგორც კალასმა აღნიშნა, ისინი, ვინც ნატოს ადანაშაულებენ გაფართოებასა და ესკალაციაში, რუსეთის მიერ წახალისებულ იმპერიალისტურ ენასა და იდეოლოგიას იღებენ.