„ჯორჯიან ეარვეისის“ საფრენოსნო დირექტორი, მისი კომპანიის დასანქცირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ოპოზიციური არხების მიერ შექმნილ აჟიოტაჟს უწოდებს. თამაზ გაიაშვილი განცახდებაში ამბობს, რომ ქართველ ემისრებს შეცდომაში შეჰყავთ უკრაინის მთავრობა, რომ თითქოს თამაზ გაიაშვილი გავლენას ახდენს ამა თუ იმ სახელმწიფოში ფრენების დანიშვნის საკითხზე. „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ნატოს წევრი ქვეყნები და აზიის სახელმწიფოები აქტიურად ახორციელებენ ფრენებს რუსეთთან, თუმცა ამაზე რეაგირებას არ ახდენენ ის ადამიანები, ვინც „ჯორჯიან ეარვეისს“ რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო ებრძვიან.