ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საელჩო ყურადღებით აკვირდება იმ პირთა საქმეებს, რომლებიც 2 ივნისს პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქციის დროს დააკავეს. როგორც ტექსტშია აღნიშნული, განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკურ ერთა ოჯახის ღირებულებებთან, მშვიდობიანი შეკრებისადა გამოხატვის თავისუფლება კი ადამიანის ძირითადი უფლებებია და დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს.