"რუსეთის თავისუფლების“ ლეგიონის განცხადებით, რუსების უკრაინაში ევაკუირების მიზნით ჰუმანიტარულ დერეფანს ხსნის. მათივე ცნობით, რუსი სამხედროები აგრძელებენ ბელგოროდის ოლქის ქაოტურ დაბომბვას და ცდილობენ როგორმე დაარტყან ლეგიონის ძალებს. „რუსეთის თავისუფლების“ ლეგიონის ინფორმაციით, იმ საფრთხის გათვალისწინებით, რაც მშვიდობიან მოსახლეობას ემუქრება, უკრაინის სარდლობასთან ბელგოროდის მცხოვრებლებისთვის, რომლებიც რეჟიმის არმიის მხრიდან იბომბებიან, ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე შეთანხმების მიღწევა მოხერხდა.