დენვერში ისტორიაში პირველად NBA-ს სუპერფინალის სერიის პირველი მატჩი გაიმართა - ნაგეტსს 47 მცდელობა დასჭირდა საიმისოდ, რათა დასავლეთ კონფერენციაში ყველა მეტოქისთვის ეჯობნა და ფინალში გასულიყო.
ნაგეტსი ფინალის პირველ თამაშს უფრო დასვენებული შეხვდა, ვიდრე მაიამი და ეს პარკეტზე თავიდანვე კარგად გამოჩნდა. პლეი ოფის მთავარმა სენსაციამ, ჰიტმა, აღმოსავლეთის ფინალის შემდეგ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად აღდგენა აშკარად ვერ მოასწრო. მასპინძელთა უპირატესობა პირველ მეოთხედშივე გამოიკვეთა და თამაშის ბოლომდე შენარჩუნდა.
"პეპსი ცენტში" შეუჩერებელი ნიკოლა იოკიჩი იყო, რომელმაც პლეი ოფში უკვე მეცხრე სამმაგი დუბლი შეასრულა. სერბმა ცენტრმა მოედანზე გატარებულ 40 წუთში 27 ქულა (12-იდან 8 თამაშიდან), 10 მოხსნა და 14 პასი მიითვალა.
იოკიჩმა, რომელსაც სულ 2 დაკარგვა ჰქონდა, მეხუთე ნომრებს შორის შედეგიანი გადაცემებით კი NBA-ს გადამწვეტი სერიების რეკორდი დაამყარა. მანამდე ეს მიღწევა სელტიკსის ცენტრ ბილ რასელს ეკუთვნოდა, რომელმაც 1969 წლის წლის ფინალში ლეიკერსთან 13 პასი მიითვალა.
სტუმართა რიგებში დუბლით ბემ ადებაიო გამოირჩა 26 ქულა, 13 მოხსნა და 5 პასი.
დენვერ ნაგეტსისა და მაიამი ჰიტის სერიის მეორე დაპირისპირება 5 ივნისს გაიმართება.