უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაიანში ახლა აქტიურად მუშაობენ საჰაერო თავდაცვის სისტემების შემდგომ გაუმჯობესებაზე, რისთვისაც ყოველდღიურად თანამშრომლობენ პარტნიორ ქვეყნებთან. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე ისაუბრა ესტონეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების შესახებაც, რომლის მიზანიც გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა იყო.