კრემლში სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადება, რომ სომხეთი უკრაინასთან ომში რუსეთის მოკავშირე არ არის ცნობად მიიღეს. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ეს მნიშვნელოვანი განცხადებაა. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის კონფლიქტისადმი სომხეთის მიდგომაში გარკვეული ნიუანსი არსებობს, რასაც რუსეთი ითვალისწინებს. პესკოვის თქმით, მოსკოვი ერევანთან სამოკავშირეო ურთიერთობების განვითარებას უპირობოდ აგრძელებს.