საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მოლდოვაში, ევროპული გაერთიანების სამიტზე გაკეთებული განცხადებები საქართველოში 2 დღეა, განხილვის თემაა. თავად პრემიერმა ღარიბაშვილმა კი უკრაინის პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას მიანიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი მთავრობის განცხადებები საქართველოში მოქმედი მტრული ოპოზიციის ძალების ნარატივთანაა თანხვედრაში. „ქართული ოცნება“ საკუთარი ლიდერის პოზიციის სოლიდარულია. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები საქართველოში მეორე ფრონტის გადმოტანას ისახავს მიზნად. ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტზე თავდასხმა მორალური პრობლემის მანიშნებელია