დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით, პროტოკოლის შემუშავებისთვის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ექსპერტებთან ერთად არსებულ მდგომარეობას განიხილავენ. მისი განმარტებით, მწარმოებელთან მოლაპარაკებების პროცესის გარკვეული ეტაპებია გასავლელი, ბავშვების მშობლები კი ამის შესახებ ინფორმირებულები არიან.