პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები სერჟანტთა აკადემიას ეწვივნენ. დეპუტატები აკადემიის ისტორიას გაეცნენ, დეტალური ინფორმაცია მიიღეს სტრუქტურის, ამოცანებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
სტუმრებმა ბაზის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ და კვებით პირობებს გაეცნენ.