26 მაისს, ამერიკელი მომღერალი ლენი კრავიცი 59 წლის გახდა. ვარსკვლავ შემსრულებელს ცნობილი ადამიანების დიდმა ნაწილმა მიულოცა. მათ შორის იყო 53 წლის ნაომი კემპბელი.
სუპერმოდელმა სოციალურ ქსელში თავის ქალიშვილთან ერთად გადაღებული რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა. პოდიუმის ვარსკვლავმა გაამხილა, რომ ლენი მისი ორი წლის გოგონას ნათლიაა, რასაც დღემდე საიდუმლოდ ინახავდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
„გილოცავ დაბადების დღეს ჩემო ძვირფასო. გვიყვარხარ ძმაო, ნათლია, შენ ნამდვილი როკ-ვარსკვლავი ხარ. კურთხეული იყოს შენთვის ეს დღე“, - მიმართა კემპბელმა კრავიცს.