პარტნიორები უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევენ. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავეცკის განცხადებით, რამდენიმე ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა პირობა დადეს, რომ უკრაინას დამატებითი რაოდენობის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდიან. მისი თქმით, პოლონეთს არ აქვს საკმარისი რაოდენობის Patriot-ის სისტემები, ამიტომ მათ უკრაინას ვერ გადასცემს.
ამავდროულად, მორავიეცკიმ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრისას აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სხვა ქვეყნებმა, რომლებსაც აღნიშნული სისტემები აქვთ, უკრაინას ის რაც შეიძლება მალე გაუზიარონ.