გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ახალი პლატფორმა "ტყის მეგობარი" შეიქმნა. რომლის მიზანიც ტყის მოვლისა და აღდგენისათვის მოქალაქეების და ორგანიზაციების ჩართულობით საჭირო რესურსების მობილიზებაა.
პლატფორმა „ტყის მეგობარი“ იწვევს ყველას - კერძო კომპანიებს, მოხალისეებს, და იდეის გარშემო გაერთიანებულ ჯგუფებს, საკუთარი წვლილი შეიტანონ უშუალო მონაწილეობა მიიღონ ტყის გაშენების ღონისძიებებში.
პლატფორმაზე წარმოდგენილ აქტივობებში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ფინანსური მხარდაჭერით, ისე დარგვა-აღდგენის პროცესში უშუალო ჩერთულობით.