სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში ახალაშენებული ბაღის გახსნას დაესწრო და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია დააანონსა. კამპანიის მიზანი სხვადასხვა აქტუალური საკითხის შესახებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინფორმირება და სახელმწიფო პროგრამებზე მათი ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში არაქართულენოვანი თანამოქალაქეების სრულფასოვანი მონაწილეობის და ჩართულობის მნიშვნელობას.