ოპოზიციის მხრიდან შეფასებები მოჰყვა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებასაც, სადაც მან ევროპელი ექსპერტები გააკრიტიკა. ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, პაპუაშვილმა ურთიერთსაწინაააღმდეგო გზავნილები გააჟღერა.
მმართველი გუნდის ოპონენტების განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება-ვერ მიღებას მმართველი პარტიის მიერ გადადგმული ნაბიჯები გადაწყვეტს და არა პოლიტოლოგების მიერ გაკეთებული განცხადებები. მათ კიდევ ერთხელ შეახსენეს შალვა პაპუაშვილს პოლიტიკაში მოსვლამდე მისი საქმიანობა.