საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაში, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში მოლდოვაში ჩატარდა. დისკუსიის ფარგლებში ლიდერებმა ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გადასადგმელ ნაბიჯებსა და ძალისხმევაზე ისაუბრეს. უკრაინასთან ერთად აქტუალური იყო საქართველოს საკითხიც.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპული სახელმწიფოების ლიდერებთან ისაუბრა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშნელობასა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს შეფასებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ პრემიერის მიერ ბოლო დღეებში გაჟღერებული გზავნილები მმართველი პარტიის ქმდებების ერთგვარი შეჯამებაა . მათივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ სარისკო მდგომარეობაში ჩააყენა საქართველოს ევროპული პერსპექტივა.