ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ოსლოში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის უკრაინის ნატო-სთან დაახლოების საკითხი. როგორც იენს სტოლტენბერგმა არაფორმალური შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინისთვის ნატო-ს კარი ღია რჩება. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ უკრაინულ ძალებს ახლა აქვთ საჭირო შესაძლებლობები, მეტი ოკუპირებული მიწის გასათავისუფლებლად. ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი და ამაზე ალიანსის ყველა წევრი თანხმდება.