რუსული მედიის ცნობით, “სუპერჯეტ“ 100-ის სამგზავრო თვითმფრინავი ულიანოვსკიდან ფრენისას მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში ავარიულად დაეშვა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, თვითმფრინავს კონტროლის სისტემაში ტექნიკური პრობლემები ჰქონდა. ავიაკომპანიის წარმომადგენლის თქმით, ლაინერი აეროპორტში მოსკოვის დროით 14:39 საათზე დაჯდა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. სწორედ “სუპერჯეტ“ 100-ის თვითმფრინავებით ასრულებს ავიარეისებს კომპანია "აზიმუტი" საქართველოშიც.