გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ოსლოში ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრისას განაცხადა, რომ ნატო ვერ მიიღებს ახალ წევრებს, რომლებიც ამჟამად ომში არიან ჩართული. მისი თქმით, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა ძალაში რჩება, მაგრამ ამავე დროს ცხადია, რომ ალიანსი ომში მყოფ ქვეყანას ვერ მიიღებს.
ბერბოკმაასევე აღნიშნა, რომ ოსლოში გამართული შეხვედრა კიდევ ერთი ნაბიჯია ნატო-ს ლიდერების ვილნიუსის სამიტამდე, რომელიც ივლისშია დაგეგმილი და მიზნად ისახავს კიევთან ურთიერთობების გაძლიერების შესახებ შეთანხმებას ხელი შეუწყოს.