ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი მოლდოვაში უკვე ოფიციალურად დაიწყო, ევროპარლამენტარები, ევროკომისის პრეზიდენტი და 50 ქვეყნის უმაღლესი პირები დისკუსისს ფორმატში ქვეყნების საჭირობებზე და გამოწვევებზე მსჯელობენ, განსაკუთეებული ყურადღება უსაფრთხოების საკითხებზე მახვილდება.
მოლდოვაში იმყოფება საქართელოს პრემიერ მინისტრი, რომელმაც განმარტა რომ მთავარი საკითხი რაზეც ევროპელ კოლეგებთან და პარტნიორებთან ისაუბრებს ევროინტეგრაციაა. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს რომ საქართველო იმსახურებს მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და შეუერდთეს ევროპულ ოჯახს.
რას ამბობენ დასავლელი პარტნიორები და რა განცხადებები გაკეთდა სამიტზე სალომე ჯაფარიძე გვეტყვის.