სალომე ზურაბიშვილის განცხადების იმ ნაწილს, რომ იმას გააკეთებს, რასაც საჭიროდ თვლის, კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.
„პოლიტპატიმრები შეწყალებას რაც შეეხება - პირველი დავიწყებ იქიდან, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. არსებობენ კონკრეტული დამნაშავეები, რომლებსაც დანაშაული აქვთ სხვადასხვა მიმართულებით. პოლიტპატიმრების თემა 2012 წელს დამთავრდა, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებში. განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანები, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები ქვეყანაში არ იდევნებიან. ამ მიმართულებით გვაქვს სრული დემოკრატია და სრული თავისუფლება,“ - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში მიმართვის დროს განაცხადა: „პრეზიდენტის ძალაუფლება უნდა იყოს თავისუფალი ნებისმიერი წნეხისგან ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარეთ და მინდა, მივმართო სამთავრობო წრეებს, რომ არ არის საჭირო მუქარა ჩემ მიმართ, რადგან გავაკეთებ იმას, რასაც ვთვლი საჭიროდ და ჩემი კონსტიტუციური ვეტოს გამოყენებით, იმ კანონმდებლობის თვალსაზრისით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ პრინციპებს“.