27 მაისს, საგურამოში, 4GB - ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე 31 წლის ქალი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა, ის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა მცხეთის "ჯეო ჰოსპიტალსში" გადაიყვანა. სამწუხაროდ, ახალგაზრდა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც ფესტივალის დამსწრეები ჰყვებიან, ის ქუთაისიდან იყო ჩამოსული. მათივე თქმით, მან, სავარაუდოდ, დაბინძურებული სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება მიიღო, რამაც სიკვდილი გამოიწვია.
Ambebi.ge დავუკავშირდით მცხეთის "ჯეო ჰოსპიტალსს", სადაც გვითხრეს:
"პაციენტი კლინიკაში შეყვანისას იყო კრიტიკულ მდგომარეობაში, საჭიროებდა რეანიმაციულ და აპარატულ მხარდაჭერას, რაც სრული მასშტაბით განხორციელდა, სამწუხაროდ, ლეტალური გამოსავალი თავიდან ვერ ავიცილეთ“. დანარჩენ დეტალებს კლინიკა არ ამხელს.
ambebi.ge-მ ინფორმაცია შსს-შიც გადაამოწმა, სადაც დაგვიდასტურეს, რომ გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა, სისხლის სამართლის საქმე კი 115-ე მუხლით აღიძრა.... წაიკითხეთ სრულად Ambebi.ge-ზე