დღეიდან, ე.წ. თეთრი ფერის ანუ A კატეგორიის ტაქსებს, რომელთა ასაკი 10 წელზე ნაკლებია, თბილისში, საავტობუსე ზოლებში მოძრაობა შეუძლიათ. მანაქანის იდენტიფიცირებისთვის აუცილებელია სპეციალური ამომცნობი სტიკერი, რომლის აღებაც თბილისის მერიაშია შესაძლებელი.