კომუნიკაციების კომისიამ, სტუდენტებთან სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, უნივერსიტეტებში საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება დაიწყო. შეხვედრები დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და განვითარების შესახებ ცოდნის გაზიარებას ემსახურება.
პროექტის ფარგლებში კომუნიკაციების კომისიამ და საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს. მოგვიანებით კი, ტექნიკურ უნივერსიტეტში 5G ტექნოლოგიის შესახებ საჯარო ლექციაც გაიმართა, სადაც სტუდენტებს მეხუთე თაობის ტექნოლოგიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ.