ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სახელმწიფოებრივი და ღირსეული განცხადებები გააკეთა, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე პოზიტიურად აისახება. განსხვავებული ხედვა აქვს პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერს, თაკო ჩარკვიანს. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ სანამ პრეზიდენტი დასავლური ღირებულებებისადმი ერთგულებას საქმით არ დაამტკიცებს, მის განცხადებებს პოლიტიკური წონა ვერ ექნება.