გერმანიაში, სამართალდამცველებმა „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერაში ეჭვმიტანილი 7 პირი დააკავეს. პროკურორების განცხადებით, აღნიშნული პირების დაკავება ტერორიზმის დაფინანსების თაობაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა. მედია ფედერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა 7 საკუთრებაში 19 რეიდი ჩაატარეს. სასამართლოს წინაშე, შვიდივე ბრალდებული დღეს და ხვალ წარდგებიან.