საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებული განცხადებები პოლოტიკურ სპექტრში განხილვის საგანია. ხელისუფლების წარმოამდგენლები მთავრობის მეთაურის გზავნილებს იზიარებენ, თუმცა მმართველი გუნდისგან განსხვავებით, ოპოზიციაში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას საქართველოს საგარეო კურსის შეცვლის კიდევ ერთ დასტურად აღიქვამენ.