რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი რუსეთის „სამარადისო მტერია“. მისივე თქმით, ნებისმიერი ბრიტანელი ოფიციალური პირი, რომელიც უკრაინაში ომს ხელს უწყობს, ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ შეიძლება იყოს განხილული.
მედვედევი აღნიშნული განცხადებით გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიმს კლევერლის გამოეხმაურა, რომელმაც მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ უკრაინას ლეგიტიმური უფლება აქვს, საკუთარი თავი დაიცვას.