ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ოპერირება დაიწყო მსოფლიოში ყველაზე დიდმა საკონტეინერო გემმა, რომელსაც ქართველი ირინა ინაიშვილის სახელი მიენიჭა. გემი, სახელით ,,MSC ირინა“ ლიბერიის დროშის ქვეშ დაცურავს. ეს არის პირველი, ექვსი ულტრა დიდი გემიდან, რომელიც ჩინურმა ომპანიამ, მედითერანიან შიფინგ კომპანიის დაკვეთით ააშენა.
მედითერანიან შიფინგ კომპანიის -ე ს არის მსოფლიოში წამყვანი საკონტეინერო საზღვაო კომპანია, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ჟენევაში, შვეიცარია. კომპანის აქვს 675 ოფისი მსოფლიოს 155 ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ MSC საქართველოში მრავალი წელია კომპანია MSC Georgia-ს სახით ოპერირებს. რომლის პარტნიორი და დირექტორთა საბჭოს წევრი გახლავთ ჯემალ ინაიშვილი.
თანამშრომლობა MSC-თან 1996 წლიდან იწყება და მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კომპანიის ზრდასა და განვითარებაში რეგიონში. შესაბამისად, მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობისა და ღვაწლის დაფასების მიზნით, კომპანიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ახალ აშენებული გემისთვის მისი ქალიშვილის, ირინას სახელი დაერქმიათ.
თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია MSC-ის პარტნიორი და დირექტორთა საბჭოს წევრი ჯემალ ინაიშვილი