წინასწარი შეფასებით, აპრილში საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა. ხოლი პირველი ოთხი თვის მშსაშუალო მაჩვენებელი 7.3 პროცენტით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა. ესენია: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ვაჭრობა. ხოლო კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის და უძრავი ქონების სექტორებში.
ამასთან, აპრილში კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ 10,4 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 6.1%-ით მეტია.