ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. ქვეყნის გენერალური შტაბის განცხადებით, გასულ 24 საათში 64 საჰაერო, ერთი სარაკეტო, ზალპური სისტემებიდან კი 88 შეტევა განახორციელა.
ამავე ცნობით, რუსული ძალები, ძირითადი ძალისხმევა ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების სრული ოკუპაციის მცდელობებზეა მიმართული.
გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოწინააღმდეგის 22 შეტევა მოიგერიეს.
გენშტაბის ცნობითვე დიდია მტრის დანაკარგებიც. უკრაინული თავდაცვა ოკუპანტების ცოცხალი ძალისა და იარაღის კონცენტრაციის ადგილებზე შეტევებს წარმატებით აგრძელებს.