შიდაპარტიული დემოკრატია საქართველოში: კარგი პრაქტიკა, გამოცდილება და გამოწვევები - ამ სახელწოდებით საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოსთვის ორგანიზებითა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით დისკუსია გაიმართა.შეხვედრის მონაწილეები შიდაპარტიული დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებსა და ქართულ კონტექსტთან მის შესამისობაზე მსჯელობენ. ყურადღება გაამახვილდება ამ კუთხით არსებულ პრაქტიკაზე, სირთულეებსა და შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარების ხედვებზე.
დისკუსიის მიზანი პრობლემის იდენტიფიცირება, სისტემატიზაცია და საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო რეფორმის ადვოკატირებაა. შეხვედრას პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო და ადგილორივი არასამთავრებო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან.