ბრიტანული ტაბლოიდის, Mirror-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი საცხოვრებლად, შესაძლოა, კვლავ დიდ ბრიტანეთში დაბრუნდნენ.
მეფე ჩარლზის ყოფილი მსახურთუფროსის, გრანტ ჰაროლდის თქმით, სასექსის ჰერცოგმა, შესაძლოა, დიდ ბრიტანეთში უძრავი ქონება შეიძინოს. იმ შემთხვევაში თუ ის ინგლისი ხანგრძლივი დროით დაბრუნებას გადაწყვეტს.
ჰაროლდის თქმით, "ჰარი თავს სამეფო ოჯახის წევრად მიიჩნევს და მათთან კავშირის გაწყვეტა არ სურს“.
შეგახსენებთ, რომ სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ სამეფო ტიტულებზე უარი 2020 წლის იანვარში თქვეს და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდნენ