საქართველოს მორაგბეთა 20 წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატამდე დაგეგმილ მოსამზადებელ ეტაპზე ინგლისელ თანატოლებს უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით ანგარიშით 36:41 დასრულდა. მატჩში უპირატესობას 75 წუთის განმავლობაში უმცროსი ბროჟალოსნები ფლობდნენ, თუმცა ბოლო წუთებზე დაცვაში დაშვებული ორი შეცდომა ლადო კილასონიას გუნდს მძიმედ დაუჯდა. ინგლისელები შეხვედრის შემდეგ დადებით ემოციებს ვერ მალავდნენ და საქართველოს კარგი მასპიძნლობისთვის მადლობას უხდიდნენ, სწორედ ამ თემაზე ისაუბრა ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარკ მეიფლთოფი, რომელმაც ხაზი საქართველოს ნაკრების მაღალ დონეს გაუსვა: „საქართველო ის გუნდი არ არის, რომელსაც ყოველ დღე ვეთამაშებით. როდესაც ეს შეთავაზება მივიღეთ, მაშინვე ვთქვით – ეს ზედმეტად კარგი შესაძლებლობა იყო იმისათვის, რომ უარი გვეთქვა. აქ ყველაფერი განსხვავებულია – ჰავა, გარემო, კულტურა და ეს როგორც მორაგბეებისთვის, ასევე სტაფის წევრებისთვის, ცოდნის გარღმავების კარგი საშუალებაა“, - განაცხადა მარკ მეიფლოთოფმა. საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ინგლისელ თანატოლებდან კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს 1 ივნის ავჭალის სარაგბო სტადიონზე, მატჩი 16:00 ზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 24 ივნისიდან 14 ივლისამდე პერიოდში ჩატარდება. უმცროსი ბორჯღალონები C ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მეტოქეებად მასპინძლების, არგენტინისა და იტალიის 20-წლამდე გუნდები ეყოლება.