იტალიის სერია A-ს სეზონის დასრულებამდე ერთ ტურით ადრე გამოცემა Footballtransfers-მა სეზონის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა. არავისთვის არ ყოფილა გასაკვირი, რომ საუკეთესოთა შორის ნაპოლის 6 ფეხბურთელი მოხვდა. ნეაპოლიტანელებმა 33 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოიგეს სკუდეტო. საუკეთესოთა შორის, რა თქმა უნდა, ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა, რომელმაც მიმდინარე სეზონში სერია A-ში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.
წლის საუკეთესო მეკარედ ლაციოს კარის დარაჯი ივან პროვედელი დასახელდა, დაცვაში თავიანთი ადგილები დაიკავეს ნაპოლის კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ და კიმ მინ ჯეე-მ, მათ გარდა ასევე „რომადა“ კრის სმოლინდი და „ინტერიდან“ ფედერიკო დიმარკო დასახელდნენ. ნახევარდაცვაში დამსახურებულად მოხვდნენ „ნაპოლის“ ფეხბურთელები სტანისლავ ლობოტკა და ანდრე-ფრენკ ზამბო ანგუისა, მათთან ერთად ადგილი ანდრეი რაბიოსაც ერგო „იუვენტუსიდა“. თავდასხმაში „ინტერის“ ფეხბურთელი ლაუტარო მარტინესი „ნაპოლის“ ყველაზე მნიშვნელოვან ორ ფეხბურთელს ვიქტორ ოსიმენთან და ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად მოხვდა.
„ოსიმენის შემდეგ, კვარაცხელია ლიგის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ქართველი გარემარბი „ნაპოლიში“ ბათუმის „დინამოდან“ ზაფხულში სულ რაღაც ათ მილიონ ევროდ გადავიდა, ახლა კი ათჯერ მეტი ღირს.
დრიბლინგის მანქანას, ლიგაში ყველაზე მეტი დრიბლინგი აქვს შორ მანძილზე. სტატისტიკით დომინირებდა სერია A-ს თითქმის ყველა შემტევ კატეგორიაში – შექმნილი შანსებით დაწყებული და საკვანძო პასებით დამთავრებული.
დაცვა ბოლო თვეებში კვარაცხელიას წინააღმდეგ უკეთესად თამაშობდა, მაგრამ მისი დებიუტი სერია A-ში 12 გოლით და 10 პასით პირველ სეზონში, სულ რაღაც 22 წლის ასაკში, უდავოდ აღსანიშნავია“, – წერს Footballtransfers-ი