დუა ლიპას ახალი სიმღერა BARBIE-ის საუნტრეკი გახდა - Palitra News

დუა ლიპას ახალი სიმღერა BARBIE-ის საუნტრეკი გახდა

2023-05-31 10:45:00+04:00

მომღერალმა დუა ლიპამ ახალი სიმღერა Dance The Night და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გამოუშვა. კომპოზიცია ფილმ Barbie-ს ოფიციალური საუნდტრეკია.

დუა ლიპას ახალმა სიმღერამ 9 საათში Youtube-ზე მილიონი ნახვა მოაგროვა.

Barbie გრეტა გერვიგის ახალი კომედიაა, რომელიც ეკრანებზე მიმდინარე წლის 21 ივლისს გამოვა. ყველაზე ცნობილი თოჯინის როლს მარგო რობი ასრულებს, ბარბის მეგობარ კაც კენს კი რაიან გოსლინგი ასახიერებს.