სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 7 პირი ამხილა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს სოციალური ქსელით გაცნობილ ქალებთან ურთიერთობა სხვადასხვა დროს ჰქონდათ, რა დროსაც მათი პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებს, ხმოვან შეტყობინებებს, მიმოწერებს და ვიდეოებს მოიპოვებდნენ. ურთიერთობის დასრულების შემდეგ კი, შურისძიების მოტივით და შანტაჟის მიზნით მასალებს დაზარალებულების ახლობლებს უგზავნიდნენ. დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.