წარმოუდგენელია, საქართველოს პრემიერმინისტრი უკრაინაში რუსეთის შეჭრას NATO-ს გაფართოებას აბრალებს. რა დაემართა საქართველოს?- შესამაბის პოსტს სოციალურ ქსელში ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ბენ ჰოჯესი აქვეყნებს, რითაც პრემიერმინისტრის განცხადებას ეხმაურება. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, NATO-ს წევრი გამხდარიყო. „ლაპარაკობს მოსკოვი“- ასე გამოეხმაურა პრემიერის ინტერვიუს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე.