მთავრობის მეთაურმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას მთავარი აქცენტი ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გააკეთა.
პრემიერის განმარტებით, საქართველოსთვის სტატუსის არმინიჭება უშველებელი შეცდომა იქნება. ირაკლი ღარიბაშვილმა დეოლიგარქიზავიის კანონსა და ბიძინა ივანიშვილზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, როგორც კი აღნიშნული კანონი ამოქმედდება, ამ საკითხს ნათელი მოეფინება.