ნუცა ბუზალაძის სიმღერაზე ვიდეორგოლს "თაიმზ-სკვერის" მთავარ ეკრანზე აჩვენებენ - Palitra News

ნუცა ბუზალაძის სიმღერაზე ვიდეორგოლს "თაიმზ-სკვერის" მთავარ ეკრანზე აჩვენებენ

2023-05-30 14:58:04+04:00

სიმღერის ყველაზე პოპულარულ კონკურსში, American Idol-ში მონაწილეობის შემდეგ, ნუცა ბუზალაძის ამერიკული წარმატება გრძელდება.

ახლახან გამოვიდა ნუცას ახალი სიმღერის ALIVE-ის აკუსტიკური ვერსია, რომელზე გადაღებულ ვიდეორგოლსაც ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით სხვადასხვა ხალხმრავალ ადგილას დიდ ეკრანზე აჩვენებენ.

ვიდეოს აჩვენებენ მათ შორის, ნიუ-იორკში, ტაიმზ-სკვერზე.

მომღერალმა ამის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში თავის ათასობით გულშემატკივარს გაუზიარა.