26 წლის ქართველი მოკრივე ნოდარ დარბაიძე პროფესიონალურ კრივში მსოფლიო ჩემპიონობისთვის ემზადება. საქართველოს სახელით მოასპარეზე ახალგაზრდა სპორტსმენმა, პროფესიონალურ კრივშ უკვე მოასწრო 3 ჩხუბის ჩატარება, საიდანაც ორი ნოკაუტით პირველივე რაუნდში დაასრულა. ის ამჟამად ხორვატიაში გამოდის და სექტემბრიდან მსოფლიო ჩემპიონობისთვის იწყებს ბრძოლას.
ნოდარ დარბაძემ საქართველოში 7 ჯერ მოიპოვა ჩემპიონობა, მის ანგარიშზე ასევე ევროპის ჩემპიონატზე ორი მედალია, მას მონაწილეობა აქვს მიღებული მსოფლიოსა და ევრო ოლიმპიადებზეც. ის ქართველი გულშემატკივრისთვის არც თუ ისე ნაცნობი სპორტსმენია, მისი განცხადებით მთავარი სპორტული მიზანი მსოფლიოს ჩემპიონობაა:
„ხორვატიაში მოღვაწეობა დაიწყო ერთ-ერთი ევროპის ჩემპიონატიდან. პირველივე ჩხუბზე ძლიერი დარტყმით ნოკდაუნში ჩავაგდე მეტოქე და სწორედ ამის შემდეგ წამოვიდა ხორვატების დიდი ინტერესი ჩემ მიმართ. საქართველოში დამიკავშირდნენ ხორვატიიდან და შემომთავაზეს მათ კლუბში ბრძოლა და სწორედ ამის შემდეგ გავაფორმე კონტრაქტი. მას შემდეგ, რა თქმა უნდა, გავიჩინე ბევრი მეგობარი და კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ უკვე მე გამოვიჩინე ხორვატიაში დაბრუნების ინიციატივა, რომ თავიდან მომესინჯა ჩემი ძალები პროფესიულ რინგზე. ჩემ მთავარ მიზნად ჯერჯერობით რჩება მსოფლიო ჩემპიონის, WBC-ის ქამარი, ტიტული და ჩემი ქვეყნისთვის წარმატების მოტანა." - განაცხადა ნოდო დარბაიძემ.