კანადის ახალი შოტლანდიის პროვინციაში ტყის ხანძარს ებრძვიან. მედიის ინფორმაციით, სტიქიამ პროვინციაში ათობით სახლი გაანადგურა. მოსალოდნელი საფრთხის გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ დასახლებებიდან 16 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ევაკუაციის ბრძანება ასევე გაიცა ბრიტანეთის კოლუმბიის პრვინციაში.
BBC-ის ინფორმაციით, წელს კანადაში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ხანძრის 100 კერით მეტი დაფიქსირდა, რასაც ექსპერტები გლობალურ დათბობას უკავშირებენ. ტყის ხანძრებს კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო გამეხმაურა. მისი თქმით, კანადის მთავრობა ხანძრის ჩასაქრობად ყველაფერს აკეთებს და სამაშველო ჯგუფები მზად არიან მოსახლეობას ევაკუაციაში დაეხმარონ.